მარიამ ირემაშვილი
Thursday, April 19, 2012
Friday, April 13, 2012
ხატოვანი თქმები/იდიომები.
პროექტის სახელწოდება: ხატოვანი თქმები/იდიომები.
პროექტის მთავარი იდეა: ქართულ ენაში არსებული ფრთიანი გამოთქმების/ხატოვანი თქმების/
მოძიება ,შეგროვება.
პროექტის აქტუალურობა:
ქართულ კულტურას და მომავლა თაობას შემოუნახოს კულტურული სიმდიდრე. გაიცნონ ენაში არსებული ფრთიანი
გამონათქვამები და შეიტყონ
სიტყვის შექმნის საინტერესო ისტორია.
პროექტის მიზნები: მთლიან გამოთქმას ან ფრაზას. რომელსაც ჩვენ
ვიყენებთ ხოლმე საუბრისას ან ვხვდებით მხატვრულ
ნაწარმოებში ხშირად საინტერესო
თავგადასავალი აქვს. ამგვარ
გამოთქმებს დაკარგული აქვთ პირდაპირი მნიშვნელობა და ვხმარობთ გადატანით..
ისინი სხვადასხვა წარმოშობისაა. ზოგ მათგანს საფუძვლად
უდევს ბიბლიაში
მოთხრობილი ლეგენდები, ანტიკური
მითები
, ისტორიული მოვლენები
და სხვა.. ზოგი იდიომა რომელიც თარგმნილია ძნელი დასადგენია,სად
იღებს სათავეს ,საიდან და რა გზით არის ჩვენში
შემოსული. იდიომების გაცნობა და შესწავლა
ძალიან საჭირო და საინტერესოა , ვნახოთ
როგორ გაჩენილა ჩვენს ენაში
ესა თუ
ის ხატოვანი გამოთქმა.
ამისთვის მოსწავლეეები მოიძიებენ გამოთქმებს.
გამოიკვლევენ მათი შექმნის ისტორიას. რომელ ისტორიულ ფაქტთანაა დაკავშირებული ან ყოფა–ცხოვრებასთან, ზნე–ჩვეულებებთან, მხატვრული
აზროვნების თავისებურებებთან. დაკვირვების
შემდეგ მოახდენენ მათ ზუსტ
განმარტებას. მოძიებული მასალით შექმნიან ფრთიანი
გამონათქვამების ანბანურ რიგზე დაწყობილ ელექტრონულ
ვერსიას.
მონაწილეთა ასაკი: მე–6 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროექტები რაც შეიძლება
შეიქმნას:დავიწყებული ქართული
ფრთიანი გამონათქვამების ლექსიკონის ელექტრონული
ვერსია, მოსწავლეები გაიუმჯობესებენ
მოძიებისა და კრიტიკული განსჯის უნარ–ჩვევას.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო
წიგნები, კომპიუტერი ,ინტერნეტი, ფოტოაპარატი;
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები ):დისკუსიების გამართვა
მოძიებულ მასალაზე, ლიტერატურულ
ნაწარმოებებში მაგალითების მოძიება, ნამუშევრების განთავსება
ბლოგში, ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის
შედგენა.
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ლიტერატურა– გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურული ნაწარმოებებით. ისტორია–პარალელს გაავლებენ ისტორიულ მოვლენებთან, გაეცნობიან ძველ ადათ–წესებს (მსხვერპლშეწირვა).იმუშავებენ დიალექტურ ფორმებზე (მეგრული, სვანური). უკეთ გაეცნობიან ბიბლიას
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარიამ ირემაშვილი
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:mariamiremashvili@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)